Monday, April 18, 2016

ინტელის პროექტი

დღესასწაულები სხვადასხვა ქვეყნებში

                 რეფლექსია

ინტელის პროექტში ჩავერთე2016 წლის 19.03. დან 16.04.-ის ჩათვლით. გავიარე რვა მოდული, რომლებიც დამეხმარება ჩემი საქმიანობა ბევრად შემოქმედებითად წარვმართო ვიდრე ადრე. შევადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მოვამზადეთ ბუკლეტი, ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე, გავაკეთეთ მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია, გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდები პროექტის შესაფასებლად, მოვამზადე პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე. ვისწავლეთ ჩანართის გაკეთება გლოგზე,  პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგნად. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და გამოვიყენეთ ეს მეთოდები ჩვენს თემაში. ვისწავლეთ,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
    შეძენილ ცონას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. გავუზიარებ  ჩემს კოლეგებს და ერთობლივად დავგეგმავთ და განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს ჩვენი მოსწავლეების და ჩვენი სკოლის განვითარების  ხელშესაწყობად.