Monday, April 18, 2016

ინტელის პროექტი

დღესასწაულები სხვადასხვა ქვეყნებში

                 რეფლექსია

ინტელის პროექტში ჩავერთე2016 წლის 19.03. დან 16.04.-ის ჩათვლით. გავიარე რვა მოდული, რომლებიც დამეხმარება ჩემი საქმიანობა ბევრად შემოქმედებითად წარვმართო ვიდრე ადრე. შევადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მოვამზადეთ ბუკლეტი, ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე, გავაკეთეთ მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია, გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდები პროექტის შესაფასებლად, მოვამზადე პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე. ვისწავლეთ ჩანართის გაკეთება გლოგზე,  პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგნად. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და გამოვიყენეთ ეს მეთოდები ჩვენს თემაში. ვისწავლეთ,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
    შეძენილ ცონას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. გავუზიარებ  ჩემს კოლეგებს და ერთობლივად დავგეგმავთ და განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს ჩვენი მოსწავლეების და ჩვენი სკოლის განვითარების  ხელშესაწყობად.
      

Wednesday, March 30, 2016

გაკვეთილის თემა  : Essen – Trinken – Einkaufen

სწავლების საფეხური : A1    (1 )  X Klasse
მოსწავლეთა რაოდენობა : 17
მიზანი :   .   მცირე ზომის ტეტსტის - დიალოგის შედგენა
                   .  ენობრივი -გრამატიკული ფორმების გამოყენება.

ე.ს.გ-ით  განსაზღვრული        მიმართულება  - კითხვა.
მისაღწევი შედეგები : ფლობს  ხმამაღალი კითხვის უნარ- ჩვევებს.
                                                       მიმართულება - წერა
                                          შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის                                                ტეტსტი  (დიალოგი)
                                                           მიმართულება  -საუბარი
                                             შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

აქტივობები / დრო:   მისალმება / საორგანიზაციო მომენტები 
                                      გაკვეთილის თემის , მიზნის , შეფასების  რუბრიკების  გაცნობა 
                                       გრამატიკული მასალის გამეორება ( წინადადებების  შედგენა)
                                       დიალოგი  წყვილებს შორის.
                                       ინდივიდუალური მუშაობა.
                                        ჯგუფური მუშაობა.

შეფასება  :      დაკვირვება.
                         ზეპირი კომენტარი.
                           განმსაზღვრელი  და განმავითარებელი შეფასება.
ფაზა I - 10 წუთი
ფაზა II - 20 წუთი

ფაზა III -15 წუთი